გარდაცვლილი მოზარდის, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ დამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გამომძიებლის ადვოკატი, თეონა გვაზავა გამორიცხავს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჩოლოიანს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
ადვოკატის, თეონა გვაზავას თქმით, საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, ბრალდებულმა წარდგენილი ბრალი აღიაროს, მარიანა ჩოლოიანი კი ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმებისათვის საჭიროა დაზარალებულის თანხმობაც.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.