„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეშობა – ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება, რომელიც დღეს აქ გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, თავმდაბლობა, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გილოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“
ილია მეორე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღნიშნული განცხადება ილია მეორემ საპატრიარქოსთან გააკეთა, სადაც ალილოს მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ.
ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდა.