aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ალილოს” მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

შობის დღესასწაულტან დაკავშირებით, “ალილოს” მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო. ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართავენ.

მსვლელობის მონაწილეები ვიდრე სამების ტაძრამდე მივლენ, გზად სხვადასხვა ლოკაციებზე შეჩერდებიან და მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს მიულოცავენ.

საზეიმო მსვლელობისას შეგროვებულ ტკბილეულს ხარ-კამეჩემებით სამების ტაძრამდე მიიტანენ, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საზეიმო მსვლელობა “ალილო” ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს. ყველა ტაძარში ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა. პატრიარქმა მოსახლეობას შობა სამების ტაძრიდან მიულოცა და საშობაო ეპისტოლეც გამოსცა.

იტვირთბა....