ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნატო აშშ-ს გვერდით დგას” – იენს სტოლტენბერგი

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ნატო” აშშ-ს გვერდით დგას. ინფორმაციას “ალ ჯაზირა” ავრცელებს.

„ჩვენ ვართ ერთიანი, ვგმობთ რა ირანის მხარდაჭერას სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის. ასე, რომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ 3 იანვარს ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

იტვირთბა....