“სალომე ზურაბიშვილს ჩვენთან არ ჰქონია კომუნიკაცია. სახალხო დამცველის ანგარიშშიცაა ის დარღვევები და აბსურდი, რაც არის ამ საქმეში. ფაქტი ერთია, თითქოს და წინააღმდეგ წავიდა პრეზიდენტი სინოდთან. საპატრიარქომ პასუხისმგებლობა მოიხსნა. პრეზიდენტმა თავის თავზე აიღო, მაგრამ თავისი ვალი ყველას გადასახდელი აქვს. პრეზიდენტს საქმეში არც ჩაუხედავს, როგორც მიუთითეს, ისე იმოქმედა, ოღონდ პასუხისმგებლობა აიღო მხოლოდ და მხოლოდ თავის თავზე”
მიხეილ რამიშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი
Palitranews, გადაცემა “360 გრადუსი”
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.