ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ოდესმე გინახავს ადამიანების ამხელა ზღვა დონალდ ტრამპ?” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლეიმანის დაკრძალვაზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ზარიფი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე თეირანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ასიათასობით ადამიანი ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანს გლოვობს.

„ოდესმე, ცხოვრებაში გინახავს ადამიანების ამხელა ზღვა დონალდ ტრამპ? კიდევ უსმენ იმ მასხარებს, რომლებიც რეგიონის შესახებ რჩევებს გაძლევენ? კიდევ წარმოგიდგენია, რომ ამ დიდებული ერის და მისი ხალხის ნების გატეხვა შეგიძლია? ეს არის შეერთებული შტატების გამანადგურებელი ყოფნის დასასრული დასავლეთ აზიაში“,- წერს ზარიფი.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

იტვირთბა....