ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახელმწიფოში კი არა ბოსტანში ვცხოვრობთ და ალაგ-ალაგ ყანაში” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის შეწყალებაზე

ასეთი იდიოტური პარალელი მარტო ბიძინას პიარშჩიკებს შეიძლებოდა მოსვლოდათ თავში – ასე აფასებს “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

“ყველამ ვიცით, რომ სინოდის ოფიციალური მიმართვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, გვარს არ დავასახელებ და ქ-ნი სალომე, პატრიარქთან და ბიძინა ივანიშვილთან დამატებითი კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა.

ან პატრიარქს ან ივანიშვილს რომ ჰქონოდა მკაფიო და ცალსახა პოზიცია დეკანოზის გათავისუფლების თაობაზე, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტად მომუშავე ეს სამარცხვინო მარიონეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავდა მის პატიმრობაში დატოვებას.

და კიდევ, რაის პატრიარქის მკვლელობა? რამდენადაც ვიცით დეკანოზ მამალაძეს სულ სხვა პირის მოწამვლის მცდლობა აქვს ბრალად წაყენებული! და რაის რომის პაპი და თურქი ტერორისტი? ასეთი იდიოტური პარალელი მარტო ბიძინას პიარშჩიკებს შეიძლებოდა მოსვლოდათ თავში

მოკლედ, სახელმწიფოში კი არა ბოსტანში ვცხოვრობთ და ალაგ-ალაგ ყანაში” – წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....