მთავარი ციტატა

“სირცხვილია, როცა პრეზიდენტი პატრიარქის მოკვდინებაში დეკანოზს ადანაშაულებს” – ადვოკატი

“საქართველოს პრეზიდენტმა სამი წლის თავზე მაინც უნდა იცოდეს, რომ ამ საქმეში არა ეკლესია, არამედ საერო პირი შორენა თეთრუაშვილი არის დაზარალებულად ცნობილი. მან პატრიარქის მოკვდინებაში დაადანაშაულა დეკანოზი, მაშინ როდესაც ამ საქმეზე სამი ინსტაციის სასმართლო დასრულდა და დაზარალებული შორენა თეთრუაშვილია. მან შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მოატყუა. ახალი წესებით აპელირებაც არის საზოგადოების მოტყუება, რადგან კონსტიტუცია მას უპირობოდ აძლევს ნებისმიერი მოქალაქის შეწყალების უფლებას. სირცხვილია, მან სამი წლის თავზე ის მაინც უნდა იცოდეს თუ რას ედავებიან დეკანოზს და ვინ არის ამ საქმეში დაზარალებული”

გიორგი ფანცულაია – დეკანოზ მამალაძის ადვოკატი

განაცხადა ფანცუალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....