თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. სტალინის ვაგონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. ამ სტატუსის მინიჭებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ერთი წლის წინ სტალინის სახლ–მუზეუმის დირექტორმა მიმართა.
ვაგონი აქამდე მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენდა თუმცა ახლა ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ ის შიდა ქართლში ისევე, როგორც მაგალითად ატენის სამება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, რომ ვაგონს გარდა იოსებ სტალინის საკუთრებისა კიდევ უფრო ძველი ისტორია აქვს, რომელიც სამეფო ოჯახს უკავშირდება.