ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხობში ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა მოხდა ვარკეთილში. ერთ-ერთ საცხობში ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

ჯერჯერობით ორი ვერსია განიხილება. საუბარია გაზით მოწამვლაზე და გულით გამოწვეულ სიკვდილზე, რომელიც ქალბატონს აწუხებდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საცხობში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ შენობის ფანჯრები დახურული იყო და თუკი მხუთავი აირი CO-ს დაგროვება მოხდა, შესაძლებელია სავალალო შედეგიც ამას გამოეწვია.

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

 

იტვირთბა....