ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა

საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა. იაშვილის კლინიკაში სეზონური გრიპით 4 თვიდან 5 წლამდე 62 პაციენტი მკურნალობს, არის მძიმე შემთხვევებიც. მიმართვიანობა ბოლო 2 კვირის განმავლობასი გაიზარდა.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სეზონური გრიპის 2 ტიპი A და B კატეგორიაა გავრცელებული და ყველაზე მაღალი მაჩვენებელით B ტიპის ვირუსი ფიქსირდება.

დღეის მდგომარეობით, სტაბილურად სამედიცინო დაწესებულებაში 18 პაციენტი მკურნალობს. სეზონური გრიპის გართულებული შემთხვევები ზრდასრულებშიც ფიქსირდება.

სეზონური გრიპის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ფოთსა და ბათუმშიც.

ექიმების რეკომენდაციაა მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია. პირადი ჰიგიენა, სახლის ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან ანტივირუსული მთავარი პრეპარატი ტამიფლუ უფასოდ მიეწოდება, სოციალურად დაუცველებს და ორსულებს ექიმების დანიშნულების საფუძველზე.

იტვირთბა....