ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატის ინფორმაციით 2019 წელი ინფლაციის გამო ყველაზე ძვირი წელი იყო

საქართველოში ინფლაციის გამო, პროდუქტების დიდი ნაწილი გაძვირდა. 2019 წელი ყველაზე ძვირი წელი იყო. ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატში ავრცელებენ.

ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევით შესაძლოა ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულზე დავიდეს, თუმცა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება.

საქსტატი უფრო დეტალური ანგარიშის პრეზენტაციას გეგმავს, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ტენდენცია შეჯამდება.

იტვირთბა....