ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ესტონეთში, რუსული “სპუტნიკი” საქმიანობას წყვეტს

ესტონეთში, რუსული საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკი” საქმიანობას წყვეტს. მიზეზი თანამშრომლების მიერ სამსახურიდან ერთდროულად წასვლა გახდა.

35 ადამიანმა სააგენტოში მუშაობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც გაირკვა, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაწყებულიყო. “სპუტნიკი” ესტონეთის ხელისუფლებას ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ “სპუტნიკ ესტონეთი” რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიაა.

იტვირთბა....