მთავარი ციტატა

“ვთავაზობთ ჩვენთან ერთად სვლას ევროპისკენ, ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე”

“საოკუპაციო რეჟიმი ხშირად მიმართავს მსგავს ზომებს საზეიმო დღეების განმავლობაში და არა მხოლოდ. ცხინვალთან მიმართებაში თითქმის მუდმივად შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, რაც არის საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპების უხეში დარღვევა, ჩვენი პასუხი ამ ხელოვნურ ბარიერებზე და მავთულხლართებზე არის მაქსიმალურად გაზიარება იმ სიკეთეების იმ ადამიანებისთვის, ჩვენი ძმების და დებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, იმ სიკეთეების, რაც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, ჩვენ ვთავაზობთ მათ თავისუფალ გადაადგილებას, სავიზო ლიბერალიზაციას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ, მათთვისაც არის შესაძლებელი”

დავით ზალკანიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საახალწლო დღეებში, ღიად დარჩენილი ერთადერთი გადასასვლელი 30 დეკემბერს ჩაკეტეს. ხოლო დღეს 3 იანვარს ე.წ. საზღვარი უკვე გახსნილია. 

იტვირთბა....