aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სუდანში ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სუდანში მომხდარ ავიაკატასტროფას 18 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ავიაკატასტროფის დროს სამხედრო თვითმფრინავში ეკიპაჟის შვიდი წევრი, სამი მოსამართლე და რვა მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

სამხედრო თვითმფრინავმა, დასავლეთ დარფურის შტატში, კაფასტროფა აფრენიდან ხუთ წუთში განიცადა.

საფრენ აპარატს ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

 

იტვირთბა....