დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში, დიდი სიჩქარით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილის ჯებირზე შეეჯახებას მსხვერპლი მოყვა. ავარიის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.