ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდონეზიაში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

სტიქიის გამო, მხოლოდ დედაქალაქ ჯაკარტადან 62 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რთული მდგომარეობაა მეზობელი პროვინციის ქალაქ ბანტენში, სადაც წყალდიდობის შედეგად ათასობით სახლი დაზიანდა.

ინდონეზიის პრეზიდენტმა ქალაქების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებსა და ცენტრალურ მთავრობას მეტიი კოორდინაციისკენ მოუწოდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ინდონეზიაში ძლიერი წვიმა 7 იანვრამდე გაგრძელდება.

 

იტვირთბა....