ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, შვილთან – ნიკოლოზთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“პატარა ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. იგი პოლიციელობაზე ოცნებობს. კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იტვირთბა....