ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

GNCC-ს გაფრთხილება “მთავარ არხს”

“მთავარი არხის” ვიდეორგოლს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებზე, კრიმინალურ ვითარებებსა და მძიმე სოციალურ მდგომარეობაზეა საუბარი, კომუნიკაციების კომისია ეხმაურება.

კომისიამ “მთავარი არხი” წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლის ბადიდან მოხსნა დაავალდებულა.

GNCC-ს განცხადებით, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

“კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ მთავარმა არხმა თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მთავარ არხს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

შეგახსენებთ, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, როგორც მაუწყებლების, ასევე რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მაუწყებლებმა სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, 2019 წელს არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაშვების მიზნით, პატრიოტთა ალიანსის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა”, – აცხადებს GNCC.

მთავარი არხის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ეს პირდაპირი ცენზურაა.

“ცხადია, ეს არის ცენზურა. დიქტატურა ეს არის, მეტი არაფერი. გასცდა კომისია საკუთარ უფლებამოსილებას. მათ არ აქვთ აზრის, მათ შორის, პოლიტიკური აზრის გამოხატვის უფლება. ეს იყო არხის სარედაქციო პოლიტიკით შექმნილი კლიპები. ეს არ იყო პოლიტიკურ რეკლამა. მუხლების მითითება საერთოდ ვერ შეძლეს,კანონი არ კრძალავს ამგვარი კლიპის გაშბევას”, – თქვა მურდაშვილმა

იტვირთბა....