საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე გასული წელი შეაჯამა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული პოლარიზაციის მაღალ დონეს და მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.
„2019 წელი საკმაოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა გვქონდა სერიოზული მიღწევებიც. მთავრობას და ოპოზიციას, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.