ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მომავალ წელს საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა უნდა გავაგრძელოთ, რათა გამოძიების ხარისხი გაიზარდოს” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის გაძლიერების მიმართულებით სამართალდამცავ სისტემაში დაწყებული რეფორმები უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით,

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ არ გაგრძელდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ 2020 წელს უნდა გავაგრძელოთ საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით. ამასთან, 2020 წლისთვის გააქტიურდება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა, რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი 2020 წელსაც, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....