aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის ალპებში ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიის ალპებში ზვავს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC იტყობინება, უბედური  შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი და ორი 7 წლის გოგონაა დაღუპული. იტალიური მედიის ცნობით, გარდაცვლილი ქალი ერთ-ერთი დაღუპული გოგონას დედა იყო.

არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

გარდაცვლილები გერმანიის მოქალაქეები იყვნენ. ისინი სამთო-სათხილამურო კურორტზე, 2 400 მეტრის სიმაღლეზე სრიალებდნენ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 70 მაშველი და სამი შვეულმფრენი მონაწილეობდა.

იტვირთბა....