პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეწყალება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება და პატიმართა ნაწილის გათავისუფლება, მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის მოხდება.