ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, გორის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.
„ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას, საშიშროებას თქვენი მხრიდან. ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და შემდეგ ყველას ყველაფერ ინფორმაციას მოგაწვდით.
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. გმადლობთ, კარგად ვარ. უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდით მედგა, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. დიდი მადლობა. მე რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ, ინფორმაცია ნაკლებად მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.