ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენს პოზიციას არ აჟღერებდნენ, მათი პირადი ინიციატივა იყო” – წილოსანი “პანდაზე”

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სარეკლამო კომპანია “პანდა”-ს ვიდეომიმართვას, რომელშიც ისინი აღიარებენ, რომ თავისი რესურსებით “სისტემურად აკრიტიკებდნენ ოპოზიციას”, ეხმაურება და ამბობს, რომ “პანდა” მმართველი გუნდის პოზიციას არ აჟღერებდნენ.

“მოვისმინე მათი განცხადება და შემიძლია დავადასტურო ჩემი მხრიდანაც, რომ ჩვენი, როგორც მმართველი გუნდის პოზიციას ისინი ნამდვილად არ აჟღერებდნენ. ყოველ შემთხვევაში ეს მათი პირადი ინიციატივა იყო ” – აცხადებს წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ “კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში”, რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. როგორც Facebook-ი აცხადებს, ჩატარებული გამოძიების მიხედვით, დაბლოკილი გვერდები სარეკლამო კომპანია “პანდასა” და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება.

იტვირთბა....