ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს, ვიღაც ბიზნესმენმა ვერ გათვალა და ვაქცინა ამოეწურა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, თუ ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს, პასუხს მას ნუ მოსთხოვენ, რადგან ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა და 4 კომპონენტიანი ვაქცინა ამოეწურა, ჩვენ კარგად გავთვალეთ.

“დღესაც გრძელდება 4-კომპონენტიანი ვაქცინით სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია. დღეისთვის 93 ათასი ადამიანია აცრილი უფასოდ სახელმწიფოს ვაქცინით. კიდევ მარაგში 7000 ვაქცინაა იმათთვის, ვისაც ახლა გაახსენდება. რაც შეეხება კომერციულ ჯგუფებს, მოთხოვნამ გადააჭარბა მათ ბიზნესმოლოდონებს და სამწუხაროდ, გაუთავდათ კომერციულ სექტორში ვაქცინა. ეს 7000 ვაქცინა არის მაღალი რისკის ჯფუფებისთვის. ორსულს ვერ დაიჭერ და ძალით ვერ აცრი. ეგ იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა აფთიაქები და ფარმაცია იყო სახელმწიფო და სახელმწიფოს შემოჰქონდა ყველაფერი. ბიზნესია, მოთხოვნა იქნება, ვაქცინა იქნება. თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა. ჩვენ გავთვალეთ კარგად, სახელმწიფოს უნდოდა 2.5- ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან. საბედნიეროდ, წელს გარდაცვალების მხოლოდ  2 შემთხვევა და იმედი გვაქვს, რომ მეტი არ იქნება იმიტომ, რომ წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელზეც იმუნინეტი მეტად გვაქვს, ვიდრე A ტიპის ვირუსზე, მითუმეტეს A ტიპის H1 ვირუსზე, რომელიც 2009 წლიდან დადის დედამიწაზე და მარტივად ვართ ამთვისებლები.” – განაცხადა იმნაძემ.

იტვირთბა....