გორიდან გაუჩინარებული 16 წლის გოგონა ნაპოვნია და უკვე თავშესაფარს დაუბრუნდა. გოგონას ადგილსამყოფელი სამართალდამცავებისთვის გუშინ უკვე იყო ცნობილი. ის თავშესაფარში დღეს დილით დააბრუნეს.
შსს ინფორმაციით, არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. ეს არ იყო მოზარდის გაქცევის პირველი შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 16 წლის მოზარდი გორის საოჯახო ტიპის თავშესაფრიდან გაიქცა და მას სამართალდამცავები ეძებდნენ.