შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ბრიგადამ მე-4 საცხოვრებელი სახლი ცეცხლის გადადებისაგან გადაარჩინა.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია, ხოლო რაც შეეხება მაცხოვრებლებს – არავინ დაშავებულა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: რუსთავი 2