ტელეკომპანია “პირველთან” აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ტელევიზიის საბანკო ანგარიშზე ინკასოს დადებას აპროტესტებენ.
მათ თან აქვთ პლაკატები, წარწერებით – “ვერ დაგვადუმებთ”, “არ დავთმობთ თავისუფლებას”, “თავისუფლება მედიას”.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ დამოუკიდებელ მედიას.
მანამდე აქცია ტელეკომპანია “კავკასიასთანაც” გაიმართა.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.