მთავარი ციტატა

“ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს”

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციის გამართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ სოლიდარობის აქცია პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. სახელმწიფომ და პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავისი ხაზებით უნდა იმუშაონ. ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს ის თემაა, სადაც ყველა ერთად უნდა იყოს“

გიორგი ვოლსკი – პირველი ვიცე სპიკერი

შეგახსენებთ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ექიმის მხარდასაჭერად, 29 დეკემბერს, სოლიდარობის აქცია – „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....