საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როდესაც ზოგიერთი ტელევიზია იხდის გადასახადს, ზოგიერთი არა და ვინც არ იხდის, მას სახელმწიფო პატიობს, ეს არის შერჩევითი
წულუკიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით შერჩევითი მიდგომა უნდა დასრულდეს.
„ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, მათ შორის ტელევიზიებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TV პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც გააკეთა.
ამ თემასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.