რამდენიმე თვეა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაწეული მომსახურების საფასურს არ ურიცხავს, რამაც საავადმყოფოები მძიმე ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა. ექიმებს კრიტიკული შეფასებები აქვთ. კლინიკა ღია გულის ხელმძღვანელი პირდაპირ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებს.
ექიმები ამბობენ რომ თუკი ეს მდგომარეობა გაგრძელდება და სახელმწიფო არ გადაურიცხავს გარკვეულ კლინიკებს თანხას, საერთოდ შეწყვეტენ მუშაობას და გააუქმებენ იმ ოპერაციებს რომლებიც ქონდათ დაგეგმილი.
“ყველა იმ კლინიკამ რომელმაც ხელი მოვაწერეთ ღია წერილს და გავუგზავნეთ ბატონ პრემიერ მინისტრს, მას შემდეგ აღმოვჩნდით შავ სიაში. ახალი წელი მოდის თამამშრომლები ემზადებიან და ერთი თეთრიც არ აქვს, სამინისტრო ივნისის-ივლისის ხელფას არ გვირიცხავს. ჯანდაცვის მინისტრი დასანგრევად მოვიდა ქართული მედიცინის. რა უნივერსიტეტი დაამთავრა ამ ქალბატონმა? ვიცი რომ რაღაც მესამეხარისხოვანი და ონლაინით აქვს განათლება მიღებული თუ არ ცდები ავსტრიაში. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად. 44 წელი სტაჟი მაქვს კარდეოლოგიაში და ჩემი ცხოვრება კლინიკაში გავატარე რა უფლება აქვს ტიკარაძეს ან მე ან ჩემ კოლოგებს ზემოდან გვიყუროს? შეხვედრები არ უნდა, დალაპარაკება არ უნდა – რა ხდება ეს? ამ ქალს ძალიან დიდი უფლებები აქვს და ბატონ ბიძინას მივმართავ – შეაჩეროს დროზე. მოაშოროს ექიმებს ეს ქალბატონი” – აცხადებს კარდეოლოგი ანზორ მელია.