ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთი ნატო-ს მოუწოდებს, მათ საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე უარი თქვას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს მოუწოდებს უარი თქვას რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე.

მისი თქმით, მოსკოვს ყველაზე მეტად ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონები ადარდებს. მისივე განცხადებით, ნატო საერთოდ არ რეაგირებს ამ წინადადებაზე, რაც მათთვის „სრულიად აუხსნელია“.

„ეს ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, როცა თავად ალიანსი საუბრობს დეესკალაციის მნიშვნელობაზე“,- განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს ევროპაში აშშ-ის ყველაზე მასშტაბური წვრთნები გაიმართება. როგორც ცნობილია, წვრთნებში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი სამხედრო ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, ეს აშშ-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნაა, რომელსაც ევროპაში განახორციელებს.

იტვირთბა....