კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.