ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოჯახი მკურნალობის გასაგრძელებლად ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანას გეგმავს

გამსახურდიების ოჯახი მკურნალობის გასაგრძელებლად ცოტნეს საზღვარგარეთ გადაყვანას გეგმავს.

როგორც გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ამბობს, მისი მეუღლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ამიტომ ოჯახი ფიქრობს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ის საზღვარგარეთ გადაიყვანოს.

მისივე ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ზუსტ გადაწყვეტილებას ოჯახი სამ დღეში მიიღებს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ არ ვიყოთ მომზადებული რამე შესაძლო გართულებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ განვიხილოთ საკითხი უცხოეთში მისი გადაყვანის შესახებ. ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა სარეაბილიტაციო და ასევე რეანიმაციის ბოლო ეტაპზე ვფიქრობთ, გადაყვანას საერთაშორისო სტანდარტების კლინიკაში. ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, – აცხადებს ანა ჯაბაური.

ამასთან, როგორც გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი ამბობს, არ არის გამორიცხული მომხდარი ყოფილიყო როგორც სიტუაციურად წარმოქმნილი კონფლიქტი, ასევე წინასწარ დაგეგმილი. შესაბამისად, მისი თქმით, ყველა ელოდება ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას, რომ მან თავად გააკეთოს განმარტებები მომხდარის შესახებ.

იტვირთბა....