ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ღმერთს უყვარს ყველა, განურჩევლად ცოდვებისა” – რომის პაპმა მოსახლეობას შობა მიულოცა

რომის პაპმა ქრისტეშობის სადღესასწაულო მესა ვატიკანში აღავლინა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ღვთისმსახურება ტრადიციულად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა.

პაპმა ფრანცისკემ თავის სიტყვაში ყურადღება კონფლიქტებით, სტიქიური უბედურებებითა და ჰუმანიტარული კატასტროფების შედეგად დაზარალებულ რეგიონებზე გაამახვილა და პლანეტის ამ ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„შობა შეგვახსენებს, რომ ღმერთს ყველა თანაბრად უყვარს, ყველაზე უარესებიც კი. მინდა, მივმართო ყველას – მიყვარხართ. ღმერთს მხოლოდ იმიტომ არ უყვარხართ, რომ თქვენ სწორად იქცევით, მანდ თქვენ უპირობოდ უყვარხართ და ეს სიყვარული თქვენზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. შეიძლება მცდარი იდეები გქონდეთ და არეული იყოთ, მაგრამ ღმერთს მაინც უყვარხართ. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ღმერთი კარგად გვექცევა ჩვენი კარგი საქციელის გამო და ცუდის გამო გვსჯის, ასე არ არის. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ უნდა არასწორი მოხდეს თუნდაც ეკლესიაში, გახსოვდეთ, რომ ღმერთს უყვარხართ და შეცდომები არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ღმერთს სიყვარულზე უარი უთხრა“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

რომის პაპის საშობაო მესას ათასობით კათოლიკე მორწმუნე დაესწრო, მილიონობით ადამიანი კი ტელეეკრანებიდან და ინტერნეტში ადევნებდა თვალს. დღეს შუადღისას პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცვას.

შეგახსენებთ, რომ დღეს უამრავი მორწმუნე ქრისტეს შობას აღნიშნავენ. 

იტვირთბა....