ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი ეშინიათ, მათთვის საშიში არტილერია ვარ” – კუბლაშვილი პატარაიას პასუხობს

“მიჩივლონ 1000 ლარად კიარა შეუფასებლად მიღირს ჩემი კლიენტის ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვიცი, ნელ-ნელა გამოვაცხადებ და მიწერონ ჯარიმები” – ასე ეხმაურება ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “მეტრონომთან” ინტერვიუში, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებულ 1000 ლარიან ჯარიმას და ბაია პატარაიას “ფეისბუქ” პოსტს, სადაც პატარაია წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა მათი სარჩელის საფუძველზე, კუბლაშვილი დააჯარიმა.

“მარიამ კუბლაშვილი ჩვენი საჩივრის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორმა 1000 ლარით დააჯარიმა. მაგრამ ეს ბოლო არ არის, სხვა პასუხისმგებლობებიც ელის მაგ ხისთავიან ვაი-ადვოკატს.” – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

კუბლაშვილი დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ადვოკატებს კანონი აძლევთ უფლებას საიდუმლოსავით არ გათქვან კონფიდენციალური ინფორმაცია.

“დაჯარიმება უსაფუძვლოა და რატომ, იმიტომ რომ ადვოკატთა შესახებ კანონი ამას უარყოფს, ჩვენ ადვოკატებს გვაქვს უფლება საიდუმლოსავით შევინახოთ კონფიდენციალური ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გაიგო.ამიტომ მე უფლება არ მაქვს ინფორმაციები რაც მაქვს კლიენტებისგან განდობილი ასე გავასაჯაროო. იმიტომ რომ სხვა დროს დამჭირდება, სხვა კლიენტის ინტერესების დაცვის დროს და მე აღარავინ მენდობა” – აცხადებს კუბლაშვილი.

ადვოკატის თქმით, მან სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნაზე, დაესახელებინა კონკრეტული პიროვნებები – უარი განაცხადა, რადგან შემდგომ სხვა პროცესები დაიწყებოდა და ეს მისი როგორც ადვოკატის უფლებად ჩათვალა.

“პირდაპირ ადვოკატის შესახებ კანონი გულისხმობს იმას, რომ კლიენტის მიმართ განდობილი ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ადვოკატი ვალდებულია კონფიდენციალობად შეინახოს. მე სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნაზე უარი განვაცხადე არ გადავეცი, ვინაიდან ეს ჩემი სტრატეგიაა, რადგან შემდგომ მთელი პროცესი მელის წინ. მათ სურდათ ინსპექტორის სამსახურის მეშვეობით გაეგოთ ჩემზე ინფორმაციები და რა საქმე მაქვს, ვისთან მაქვს კავშირები, საქმის მასალები. ბუნებრივია ეს ჩემი საქმეა და არ ვარ ვალდებული განვაცხადო.” – თქვა კუბლაშვილმა.

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გავლის შემდეგ, ჯარიმას გაასაჩივრებს.

“ჯარიმა დამიწერეს, მაგრამ მე ამას გავასაჩივრებ და საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავ. მაქვს  10 დღიანი ვადა გასაჩივრების, მაგრამ ჯერ საკონსტიტუციოს გავივლი. ყველაფერს გავასაჯაროებ როცა დაიწყება სასამართლოში არსებითი განხილვა. ყოველი პროცესის შემდგომ მე დავიწყებ საუბრებს. ინფორმაციები რომელიც არ გამოდგებოდა სიტყვის სამართლის საქმეზე დასაცავად ცალკე მოვიტოვე, ამაზეც ვისაუბრებ, იმიტომ, რომ იციან რომ მე მათთვის საშიში არტილერია ვარ. რაც შეეხება თამთას რა კატეგორიაა და ვინ არის ეს უკვე იცის საზოგადოებამ, ეგ ხალხი არის ჩივილისკენ და სიბოროტისკენ მოწოდებული.” – განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ რომ, თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ცემაში დაადანაშაულა. პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად სცნო. რაც შეეხება ჯიშკარიანს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნაზე, ჯიშკარიანის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს წარედგინა ინფორმაცია კლიენტებზე, ადვოკატმა უარი განაცხადა. რის საფუძველზეც კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს.

ნინო მართალიშვილი

იტვირთბა....