ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შსს-ს მიერ სკოლაში ჩატარებული “სკანდალური წრთვნების” გამო მინისტრმა ჩინოსნები გაათავისუფლა რუსეთში

რუსეთში მომხდარი ვანდალური ინციდენტის გამო, როცა შს სამინისტროს თანამშრომლებმა სკოლაში წრთვნები ჩაატარეს “მიტინგის დაშლის ხელოვნებასთან” დაკავშირებით, ქვეყნის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა დაავალა ქვეშევრდომებს გაათავისუფლონ თანამდებობიდან ყველა თანამშრომელი, ვინც იყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი. ამის შესახემ ინფორმაციას “ტასი” ავრცელებს.

უფრო მეტიც, განრისხებულმა მინისტრმა რეგიონის მთავარი პოლიციის ხელმძღვანელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღნიშნული სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლე გოგომ ვიდეო გაავრცელა, რომელსაც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

როგორც ირკვევა, სწავლებისას დაშავდნენ სკოლის მოსწავლეები, რასაც არ მალავენ არასრულწლოვნები.

ვიდეოს გასაჯაროებით შეწუხებული ძალოვნები მეორე სკანდალსაც არ მოერიდნენ. ისინი სახლში მიადგნენ სკოლის მოსწავლე გოგონას და ახსნა-განმარტება მოთხოვეს, თუ რატომ გაავრცელა და ვინ დაავალა მას კადრების გასაჯაროება. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან ბავშვთან პოლიციის ვიზიტი ღამის 23 საათზე განხორციელდა.

 

იტვირთბა....