უკრაინის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ის აზარტული დაწესებულებები შეწყვეტენ მუშაობას, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებენ. ასევე, უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებით, უკრაინის პრეზიდენტმა დანაპირები შეასრულა.
ჯამში დაიხურა 150 დაწესებულება, დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ექვივალენტის აღჭურვილობების კონფესკაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შსს-ს ცნობით დროებით ყველა აზარტული თამაშების დაწესებულება დაიხურა.