ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავ ბატონ ბიძინას: მას ვთხოვ, რომ შემხვდეს” – ერეკლე კუხიანიძე

საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის მანდატს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს.

როგორც კუხიანიძე ამბობს “ქართული ოცნების” მიერ უმრავლესობის რიგებიდან მისი გარიცხვა იყო შეცდომა და პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას კიდევ ერთხელ ითხოვს.

„ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? ახალგაზრდები მოითხოვენ ამას? ეს ახალგაზრდები გულწრფელად მეცოდებიან იმიტომ, რომ ისინი სათამაშოები არიან ნაცისტური მოძრაობის ხელში. ხალხის რაღაც კატეგორია აყვირდა, კი. მერე რა? ამავდროულად, რამდენი ადამიანია, რომელიც მხარს მიჭერს? რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა. კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ ბიძინას: მას ვთხოვ, რომ შემხვდეს. ყველაფერს მოვუყვები რა და როგორ ხდება. არავითარ შემთხვევაში მანდატს არ დავტოვებ იმიტომ, რომ ეს მანდატი საშუალებაა იმის, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელო,“ – განაცხადა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საკრებულოში ლევან ხაბეიშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს, გიორგი დოხტურიშვილს შორის. ჩხუბის დაწყების მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნა იყო. მისი განცხადებით, სხდომის დაწყება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ერეკლე კუხიანიძე დატოვებდა დარბაზს, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

იტვირთბა....