aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმართავდნენ სიტყვით.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციები ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება.

„იანვრიდან ათმაგი და ასმაგი ენერგიით შევუტევთ ხელისუფლებას, ბრძოლა გრძელდება“, – მიმართა აქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ, რომლის გამოსვლითაც აქცია დასრულდა.

ვარდების სკვერს აქციის მონაწილეები ტოვებენ. ​აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში ოპოზიციამ აქცია გამართა. 

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....