ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლელო საქართველოსთვის შეძლებს ქვეყანა დააყენოს ევროპული ვექტორის მიმართულებით” – ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ლელო” არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს ევროპული ვექტორის მიმართულებით.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტიის შექმნის ბიძგი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა.

„ეს ერთობა შეიქმნა ერთი მიზნით, რომ შევცვალოთ პოლიტიკური რეალობა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ორპოლუსიანი სისტემა დაფუძნებული ურთიერთსიძულვილზე და ურთიერთშუღლზე. ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ და დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი, რომელიც დაეფუძნება პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს, დაეფუძნება კანონის უზენაესობას, დაეფუძნება პროფესიონალიზმს. აქედან გამომდინარე, გვექნება ძალიან დიდი პერსპექტივა. პარტიის შექმნის ბიძგი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა. როდესაც ქვეყანაში დასადგურებულია უპერსპექტივობა და უიმედობა, აუცილებელია გაჩნდეს ახალი ძალა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნებს რწმენას ქვეყნის მომავალში. ვფიქრობთ, „ლელო საქართველოსთვის“ არის ის ძალა და აერთიანებს იმ ადამიანურ რესურსებს, რომელიც შეძლებს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს ევროპული ვექტორის მიმართულებით მიმავალი, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მოსახლეობას დავუბრუნოთ იმედი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....