დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს, რომლის ოდენობაც 738 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპა ხელი მოაწერა, საქართველოსაც ეხება, გამოხატავს რა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისადმი ერთგულებას, მათ შორის ქართველი სამხედროების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის მიმართ.
„კონგრესი ადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის არ სცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად” – წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი გასულ კვირას, 86-8 ხმით დაამტკიცა.