ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კობახიძის ამერიკული ვოიაჟის ფონზე დასავლური პრესა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ირაკლი კობახიძის ამერიკული ვოიაჟი, ფაქტია, რომ მთლად სასარგებლო ვერ აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის. მიუხედავად “ქართული ოცნების” მჯიღისა, რომ შეერთებულ შტატებში გაგზავნილი ემისარი სიმართლეს ჩაიტანდა ვაშინგტონში და ოპოზიციას დაამუნჯებდა, აშკარად არაფერი გამოვიდა. კობახიძის მიერ გაჩაღებული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკელი პოლიტიკოსები უფრო მეტად მძაფრ კომენტარებს აკეთებდნენ, ვიდრე მანამდე. რა თქმა უნდა, პირველი მესიჯი მათი მხრიდან ზოგადა დემოკრატიას და დაპირეული პროპორციული არჩევნების ჩაგდება იყო.

პარალელურ რეჟიმში “უოლ სტრიტ ჯორნალის” სარედაქციო წერილმა საერთოდ ცივი შხაპი გადაასხა მმართველ პარტიას და ფაქტია, მათ საკმაოდ ბევრი საფიქრალი მისცა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელამდეც უკვე რამდენიმე თვეღა დარჩა.

“ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში რამდნეიმე ხნის წინ, ავტორიტარიზმისკენ სვლის გასაპროტესტებლად“, – ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

სტატიის მიხედვით, დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, ზედმეტი დანახარჯის გარეშე უბიძგოს თბილისს დემოკრატიისკენ. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს 7 წლის განმავლობაში მართავს ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე და „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „თავის მოკავშირეებთან ერთად საფუძველი შეურყია ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქციები“.

ასევე საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად მოსახლეობის უმრავლესობის ნებისა გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატოში, ქვეყანა თანამიმდევრულად მიექანება მოსკოვის გავლენის ქვეშ. თეთრი სახლის დუმილი კი, დიქტატორობის გზაზე შემდგართა პროპაგანდის ერთგვარი გამარჯვებაა.

„აშშ-ს შეუძლია, მეტიც გააკეთოს. ივანიშვილმა თითქმის 5 მილიარდი დოლარის ქონება რუსეთში, 90-იანი წლების ქაოსის დროს დააგროვა და მას აქვს მნიშვნელოვანი რაოდენობის ფასიანი ქაღალდები და უძრავი ქონება დასავლეთში. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული სანქციების საფრთხე, ასევე მისთვის და მისი კომპანიონებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა, მათ გონებას უფრო ეფექტიანად გახსნიდა, ვიდრე საჯარო განცხადებები“, – აღნიშნულია სტატიაში.

„აშშ ვერ უკარნახებს მოვლენათა განვითარებას საქართველოში, მაგრამ მას შეუძლია, მმართველ პარტიაზე ზეწოლა მოახდინოს, რომ ამ უკანასკნელის მოქმედებები შეესაბამებოდეს მისსავე დემოკრატიულ სიტყვებს – და ახალი სიცოცხლე შთაბეროს ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომ მათ, ვინც ვაშინგტონსა და ბრიუსელს ამჯობინებენ მოსკოვს“, – ნათქვამია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო სტატიაში.

ასე რომ, მმართველი პარტია საკმაოდ ცუდ დღეშია. მას საკმაოდ სერიოზული მუშაობა მოუწევს რეაბილიტაციისთვის, თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად მოხერხდება ეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიცია პერიოდულად იკრიბება და “ოცნების” პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვებას გეგმავს, არაფერს ვამბობ სხვა პროცესებზე, რომლებიც ისე ვითარდება, რომ მმართველი პარტიის “პოლიტიკურ დაისს” უფრო და უფრო აახლოებს.

 

იტვირთბა....