ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი, ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, მოსანახულებლად მივიდა.

ზურაბიშვილი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა.

“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი

იტვირთბა....