“მიხარია რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯამრთელებას, ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით,
მას შემდეგ რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი
სოციალური ქსელი
ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი
შეგახსენებთ, რომ გამსახურდია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2008 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა და ბრალად უმძიმესი დანაშაულები – ჯაშუშობა და კონსტიტუციური წყობილების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდა.