ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ცხივნალში ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ღია უნდა ყოფილიყო, სასამართლო დარბაზში არავინ შეუშვეს.

ჟურნალისტს თავად ვაჟა გაფრინდაშვილი არ დაუნახავს, მაგრამ როგორც ატობინებენ ქართველი ექიმი სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფება.

საქმეს განიხილავს “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ექიმის ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

 

იტვირთბა....