aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“წავიკითხე გამსახურდიას სტატუსი სოზარ სუბარზე და გულმა რეჩხი მიყო, ამას რამე არ დამართონ თქო…” – ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საუბარი მიდის მის ბოლო ფეისბუქ-პოსტებზე, რომელიც გამსახურდიამ ყოფილი სახალხო დამცველის მისამართით გამოაქვეყნა.

“გირგვლიანის მკვლელობის დროსაც არ იღებდა ხმას, სანამ სვანები არ დაემუქრნენ. მირზა სუბელიანის პროტექტორი ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდეს.” – წერს ერთ-ერთ პოსტში ცოტნე გამსახურდია.

მანამდე, გამსახურდია საკმაოდ მკაცრად ლანძღავს სოზარ სუბარს და შემდეგ წერს: “შენი გამზრდელი ……………, ბიძინეს ბანკში იპოთეკით აღებული ბინის პროცენტის გადახდა არ დაგავიწყდეს, თორემ მერე შენს შვილებს მოუწევთ ფანჯრიდან გადახტომა!” – წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, დღეს სოზარ სუბარმა განცხადება გააკეთა 15 წლის დაღუპულ მოზარდთან დაკავშირებით, რამაც საკმაოდ ბევრი ადამიანი გააღიზიანა. მისი თქმით, სუიციდის ფაქტები ბევრ ქვეყანაში ხდება, სადაც ყველაფერი დალაგებულია. თუმცა სისტემა ყველგან ვერ იმუშავებს, რადგან მისი თქმით, შეუძლებელია ყველაფერი ზუსტად გათვალო და რაღაც არ შეგეშალოს.

ექსპერტები სუბარის განცხადების შეფასებისას ამბობენ, რომ პრობლემის ახსნა არ უნდა ხდებოდეს მისი გარე ფაქტორებთან შედარებით, რადგან ეს აშკარად ნიშნავს შიგნით, რეალური დამნაშავეების ხელის დაფარებას და ამ მიმართულებიდან შეგნებულად გადახვევას. ისინი თვლიან, რომ ეს ჰგავს დამნაშავეების ხელის დაფარების მცდელობას.

კლინიკასთან, სადაც ამ წუთებში გამსახურდია წევს, კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, საკმაოდ უცნაურ დამთხვევასთან გვაქვს საქმე.

“ბორჯომიდან მოვდიოდი და წავიკითხე გამსახურდიას სტატუსი ფეისბუქზე სოზარ სუბართან დაკავშირებით და გულმა რეჩხი მიყო, ამას რამე არ დამართონ თქო. ეს ჩემი განცდაა უბრალოდ და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ამდენი რაღაც როგორ ემთხვევა ერთმანეთს, არ ვიცი. ქვეყანაში შუქი რომ გამორთო 90-იანი წლებია…” – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ექიმებისგან გამოვიდა ბოლო ინფორმაცია, რომ გამსახურდიამ კრიზისული მომენტი გადაიტანა, ახლა ის სტაბილურადაა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ჯერჯერობით უცნობმა პირებმა, ცოტნე გამსახურდია გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით დაჭრეს. მოტივი და დანაშაულის ჩამდენთა სავარაუდო ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....