ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.