ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, 80 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, 80 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, დღეს კი, ის გარდაცვლილი იპოვეს.

უწყების ცნობით, შსს-მ მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცის ცხედრის პოვნის შემდეგ კი, საპოლიციო უწყებაში არ გამორიცხავენ, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

“ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და შესაბამისად, რაც გამოიკვეთება, იმის მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევა სოფელ კასრისწყალში მოხდა. კასრისწყალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალვანიდან და ზემო ალვანიდან ჩამოსული მწყემსების დასახლებაა”, – განუცხადეს “მეტრონომს” შსს-ში.

იტვირთბა....